მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მზარდია და 2022 წელს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა. კვლევის კონტექსტში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რამდენად უსაფრთხოა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხობს.

“როდესაც ვსაუბრობთ იმპორტის ზრდაზე, ეს დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ რიცხვებზე, რაც ბიზნესისთვისაა მისაღები. ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე რეალიზებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო მისთვის. რაც შეეხება დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რამე პრობლემას წარმოადგენდეს სხვა ბაზარზე გადართვა, თუ აღნიშნული ფასები არ იქნება მისაღები.

როდესაც რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ბიზნესი ირჩევს ქვეყანას, საიდანაც უფრო დაბალ ფასად წამოიღებს საწვავს. ამიტომ ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, მისი იმპორტი შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით. ეს რომ იყოს ისეთი პროდუქტი, რომელსაც სხვა ბაზარზე ვერ მოძებნი ან დიდ ძალისხმევას საჭიროებდეს მისი იმპორტი, მერე შეიძლება ფიქრი, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. თუმცა ამ ნაწილში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც ფასები გაიზარდა, უკვე მიმდინარე იმპორტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან $435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა რუსული ნავთობი შეიძინა. შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 68% რუსულ საწვავზე მოდის. თუმცა რუსულ ბაზარზე საწვავის დეფიციტის გამო, ამ ქვეყნიდან გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი 20 სექტემბრიდან, დროებით შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები