მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBA-ის გუნდ “მილოუკი ბაქსის” ყოფილი მფლობელი, ჰერბერტ კოლი გარდაიცვალა

ჰერბერტ კოლი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მილოუკი ბაქსის” ყოფილი მფლობელი და შტატ უისკონსინის ყოფილი სენატორი ჰერბერტ კოლი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“სენატორი კოლი, იყო ღირსეული უისკონსინელი და ამავდროულად მილოუკის საპატიო მოქალაქე. გუნდის მმართველობისას მას მიუძღვის უდიდესი წვლილი კლუბმა, რომ არ შეიცვალა ქალაქი და დარჩა მილოუკში. “ბაქსის” გაყიდვის შემდეგაც ის აქტიურად რჩებოდა მმართველ გუნდთან კომუნიკაციაში და შეჰქონდა თავისი წვლილი კლუბის განვითარებაში” - ნათქვამია “მილოუკი ბაქსის” ოფიციალურ განცხადებაში.

1985 წელს ჰერბერტ კოლმა “ბაქსის” დამაარსებელ ჯიმ ფიცჯერალდისგან კლუბი 18 მილიონ დოლარად შეიძინა და აჯობა მინეაპოლისელ ინვესტორებს, რომლებიც კლუბის მილოუკიდან გადატანას აპირებდნენ.

2003 წელს კოლი აპირებდა, რომ კლუბი მაიკლ ჯორდანისთვის მიეყიდა, თუმცა ეს შეთანხმება ვერ შედგა, რადგანაც ჯორდანმა კლუბის ქალაქში დატოვების გარანტიები ვერ გასცა.

საბოლოოდ 2014 წელს კოლმა “ბაქსი” ნიუ-იორკერ მილიარდერებზე უეს ედენსა და მარკ ლასრიზე 550 მილიონ დოლარად გაყიდა, თანაც იმ პირობით, რომ კლუბს ქალაქში დატოვებდა და ახალ არენას 100 მილიონ დოლარად აუშენებდა.

არენა “Fiserv Forum-ის” მშენებლობა 2018 წელს დასრულდა, რის შემდეგაც არენის მიმდებარედ პლაზას სწორედ ჰერბერტ კოლის სახელი ეწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები