იმის მიუხედავად, რომ “მაიამი ჰიტმა” და “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” კრიპტოკომპანია FTX-ის სასპონსორო შეთანხმება დაკარგეს, NBA-ის შემოსავლებმა პარტნიორებისგან $1.66 მილიარდი შეადგინა, რაც გასულ სეზონთან შედარებით 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ თანხაში შედის, როგორც ლიგის ისე გუნდისა და სხვადასხვა არენების სასპონსორო შეთანხმებები, მაგრამ ამავდროულად არ მოიცავს სატელევიზიო შეთანხმებებს.
ახლახან ასოციაციამ თანამშრომლობა დაიწყო Sorare-სა და Hisense-სთან, ხოლო რაც შეეხებათ კლუბებს კონტრაქტები გაფორმდა “ჩიკაგო ბულზსა” და “Motorola-ს” და “სან ანტონიო სპურსსა” და “Self Financial-ს” შორის.
ასევე, მიუხედავად FTX-თან ურთიერთობის დასრულებისა, “მაიამი ჰიტი” პრესეზონზე მოსამზადებლად აბუ-დაბიში ჩასვლით 20 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც კრიპტოკომპანიის შეთანხმებას აღემატება.
ცნობისთვის, Socios.com, Toyota, Verizon და Coca-Cola არიან ის კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტი 20 სასპონსორო შეთანხმება აქვთ გაფორმებული ასოციაციის კლუბებთან.