იტალიის ქალაქ ნეაპოლში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. როგორც Tv Pirveli წერს, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქუჩებში საქართველო-ევროკავშირის დროშებითა და ანტირუსული ბანერებით გავიდნენ.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებდნენ ისინი და სოლიდარობას უცხადებენ მომიტინგეებს საქართველოში.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ნეაპოლში "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია 12 მაისსაც გაიმართა. ემიგრანტებმა აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გამართეს.