ყველანაირ საფრთხეებს თვლის მთავრობა, არა მარტო ეკონომიკურს, ყველა თვალსაზრისით საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეფექტიანი და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ყველა საფრთხე არის აცილებული.
„2022 წელს, განსაკუთრებით, ჩვენ პირდაპირ ომის საფრთხე გვქონდა, პირდაპირ გვთხოვდნენ ომს ამ ქვეყანაში. პირდაპირ ომის საფრთხე ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას 2022 წელს და ეს გაგრძელდა 2023 წელს. 4 რევოლუციის მცდელობა და ა.შ. საფრთხეებს რომ ვთვლიდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამხელა პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ საშუალო 9.8% ეკონომიკური ზრდა, შევინარჩუნეთ სტაბილური ლარის კურსი და ა.შ. ამას მუდმივად ვაკეთებთ, ეკონომიკურ საფრთხეებსაც ვაანალიზებთ, ნებისმიერი ტიპის საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ამის შედეგია ის, რომ ქვეყანა ვითარდება, მიუხედავად 4 რევოლუციური მცდელობისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება. ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მე-4 მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO, მარტო ამათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია. ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ც კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე, დამთავრებულია, finita la commedia, როგორც იტალიელები იტყვიან “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.