ქალაქი დიდი ქუჩებისა და სატრანსპორტო საშუალებების გარეშე - ადგილი, სადაც ირგვლივ ყველაფერი ხუთი წუთის სავალზეა. ეს NEOM-ის პროექტია, რომელიც საუდის არაბეთში პრინცი - ბინ სალმანის ზედამხედველობით ხორციელდება და ქვეყნის მომავლის ხედვას ეფუძნება. საუდის არაბეთის NEOM-ის პროექტს გამორჩეული მიზნები აქვს. მისთვის პრიორიტეტს ადამიანები და მათი ჯანმრთელობა წარმოადგენს. ქალაქი მაქსიმალურად დაცული იქნება გამონაბოლქვისგან. მატარებლებისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწისქვეშა გზები მოეწყობა. Clean Energy - ეს არის პრინციპი, რომლითაც შენობები იფუნქციონირებენ.
ბოლო ინფორმაციით, NEOM-ის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ადგილზე მნიშვნელოვანი განვითარება მიღწეულია, რასაც მოწმობს ფილმი, რომელიც 2023 წლის იანვარში გავრცელდა. ერთი წლის შემდეგ, მეგაპროექტზე ბოლო განახლება გასული წლის ოქტომბერში ვიხილეთ. ახალი კადრებიდან ჩანს, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. საუბარია გზებზე, საავადმყოფოზე. ვიდეოში ასახულია NEOM-ის პროექტის 2 მილიარდ დოლარიანი განვითარების გეგმის ნაწილი, რომელიც უკვე მიმდინარეობს. პირველი, ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება. ამასთან, მშენებლობის პროცესშია მწვანე წყალბადის ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც 2026 წელს NEOM Green Hydrogen Company-ის ქვეშ დაიწყებს ოპერირებას.
პროექტის სრული ღირებულება 500 მილიარდი ამერიკული დოლარია. NEOM-ი 380 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს და როგორც წინასწარი პროგნოზით არის განსაზღვრული საუდის არაბეთის GDP-ის 2030 წლისთვის $48 მლრდ-ით გაზრდის.
NEOM-ი დაახლოებით 26 500 კვადრატულ მეტრის ფართობისაა და ის საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიას სამხრეთით წითელი ზღვა და დასავლეთით აკაბას ყურე ესაზღვრება.
ქალაქი 10 პროექტისგან შედგება, რომელსაც დეველოპერები რეგიონებად მოიხსენიებენ. ამ დროისთვის ოთხი რეგიონის დეტალებია ცნობილი. ესენია: The Line, Oxagon, Trojena და Sindalah. გეგმის მიხედვით The Line 170 კილომეტრიანი ხაზოვანი ქალაქი იქნება, რომელიც 9 მილიონ ადამიანს დაიტევს. ის NEOM-ის რეგიონში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაივლის. ქალაქი შედგება ორი პარალელური, 500 მეტრის სიმაღლის, ხაზოვანი ცათამბჯენისგან, რომლებიც ერთმანეთისგან 200 მეტრის დაშორებით დგანან.
რაც შეეხება მეორე რეგიონს - Oxagon-ს, გეგმის მიხედვით ის რვაკუთხიანი ფორმის საპორტო ქალაქი იქნება, რომელიც წითელ ზღვაზე NEOM-ის რეგიონის უკიდურეს სამხრეთით აშენდება.
Trojena - ანუ სათხილამურო კურორტი NEOM-ის რეგიონის ჩრდილოეთით განთავსდება. 60 კილომეტრიანი სათხილამურო ზონაში თხილამურებით სრიალი მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება. დაგეგმილია, რომ მან 2029 წლის აზიის ზამთრის თამაშებს უნდა უმასპინძლოს.
Sindalah - კუნძულოვანი კურორტი წითელ ზღვაში. პროექტის ეს ნაწილი სასტუმროებს, ნავმისადგომებს გააერთიანებს.
მეგა პროექტს დასრულების საკმაოდ ამბიციური ვადები აქვს. მისი უმეტესი ნაწილი 2030 წლისთვის აშენდება. როგორც კადრებიდან ჩანს, The line - უკვე მუშავდება.
Sindalah ანუ ფუფუნების კუნძული კი - პირველი უნდა დასრულდეს. რაც შეეხება Oxagon-ს მისი დასრულების ვადად 2024 წელი გაიწერა. Trojena 2026 წელს გაიხსნება.