მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი აპირებს ყველა თანამშრომლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს

6105028e00749
თათია კაკიაშვილი
31.07.21 23:00
763
Netflix-ი აპირებს, აშშ-ის ყველა თანამშრომლისთვის საქმიანობის გასაგრძელებლად ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საწყის ეტაპზე სავალდებულო აცრა მსახიობებს და მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანებს მოუწევთ. კომპანიაში აცხადებენ იმასაც, რომ მსგავსი პოლიტიკის გატარებას დიდი ბრიტანეთის თანამშრომლებშიც აპირებენ.

Netflix-ის მსგავსად, სხვა კომპანიებშიც, მაგალითად, Google-ში განაცხადეს, რომ ოფისში დაბრუნებამდე ყველა თანამშრომელი აცრილი უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება საწყის ეტაპზე აშშ-ის კამპუსებში დასაქმებულებს შეეხებათ და მოგვიანებით გლობალურად - კომპანიაში დასაქმებულ 144.000 თანამშრომელზე გავრცელდება.

Netflix-ს რაც შეეხება, კომპანიის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰოლივუდის სტუდიებს შორის ახალი სტანდარტი გავრცელდა, რომლის მიხედვით მსხვილმა კომპანიებმა თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა უნდა გაატარონ.

ივნისში თანამშრომლების სავალდებულო აცრაზე პირველად საგამომცემლო კომპანია Bloomsbury ალაპარაკდა, რომელსაც მოგვიანებით JP Morgan-ი და კიდევ რამდენიმე კომპანია შეუერთდა. თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის მთავარი მიზანი, გიგანტი კომპანიების განმარტებით, ბიზნესის ოპტიმალური ოპერირების ტემპის შენარჩუნება და ცხადია, საზოგადოების უსაფრთხოებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები