მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ი ლოს-ანჯელესში საკუთარ რესტორანს ხსნის

648ae1e8b32ee
სალომე ხიდურელი
16.06.23 00:00
702
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ი საკვებ ინდუსტრიაშიც იჭრება და საკუთარ რესტორანს - „Netflix Bites”-ს - ხსნის. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ განაცხადა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალ რესტორანში მომხმარებლებს Netflix-ის კულინარიული შოუებიდან ცნობილი შეფ-მზარეულები მოემსახურებიან და ეკრანზე ნანახ კერძებს გააცოცხლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ კერძები ისეთი შოუებიდან, როგორებიცაა Chef’s Table (Netflix-ის ყველაზე ხანგრძლივი არამხატვრული პროგრამა), Is it Cake? და Iron Chef.

რესტორანი 30 ივნისს გაიხსნება და სტუმრებს 17:00-დან 22:00 საათამდე მიიღებს, უქმე დღეებში კი 10:00-დან 14:00 საათამდე „ბრანჩის“ მენიუს შესთავაზებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი იქნება კერძების არჩევანი რესტორანში ან რა საფასო კატეგორიას განეკუთვნება ის, თუმცა ცნობილია, რომ წინასწარი ჯავშნები უკვე დაწყებულია, ვიზიტის მსურველები კი, დეპოზიტის სახით, წინასწარ $25-ს იხდიან.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Netflix-ი მაყურებელს ეკრანზე ნანახის რეალობაში გამოცდის საშუალებას აძლევს. აქამდე კომპანია ფანებს მათი ფილმებისა და სერიალების (მაგ: „Stranger Things“, „Squid Game”...) გადასაღებ მოედანზე ტურებს სთავაზობდა, „Netflix Bites” კი კომპანიის პირველი გამოჩენაა სარესტორნო ბიზნესში.

აღსანიშნავია ისიც, რომ Netflix-ის რესტორანი ლიმიტირებული დროით იქნება ღია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პერიოდზეა საუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები