მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გამყრელიძე: “პატარა ქვეყანამ FDI რომ მოვიზიდოთ, პაპზე უფრო კათოლიკე უნდა ვიყოთ”

627eb2d385b2c
თამთა ჯიჯავაძე
15.05.22 12:00
2143
“საქართველოში ცოტა სექტორი არაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს”, - ასე უპასუხა “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკაში” FDI-ის მოზიდვის შესაძლებლობეზე დასმულ შეკითხვას.

გამყრელიძემ ენერკეტიკის, ჯანდაცვის, განათლების სექტორები დაასახელა, რომელიც შესაძლოა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს.

“პატარა ქვეყანამ FDI რომ მოვიზიდოთ, პაპზე უფრო კათოლიკე უნდა ვიყოთ. როცა მცირე ზომის ქვეყანა ხარ, მეტად ხუთოსნობა გმართებს, ვიდრე დიდ ქვეყანას, სადაც ბუნებრივად მიდიან ინვესტორები. ინვესტორებმა ასეთ ქვეყნებში შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭონ, როდესაც ინვესტირებას ახორციელებენ. მაგალითად, ინდონეზიაში, ვიეტნამში ან თურქეთში თუნდაც, რადგან იქ დიდი ბაზარია და ინვესტორები ამ რისკს აიღებენ. ჩვენთან კი 3.7 მილიონიანი ბაზარია. შესაბამისად, მათთვის რომ საინტერესო იყო მატერიალურად, მაგარი უნდა იყო. შესაბამისად, როგორც ქვეყანას, ბევრი გვაქვს სამუშაო, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ FDI არის ჩვენი საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დაბალანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ და რაც გასაკეთებელია უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ანუ ქვეყანაში შემომამავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა დეფიციტური იყო, ანუ FDI-ს, ტურიზმის და ექსპორტის მეშვეობით შემომავალი ნაკადები უფრო მცირეა, ვიდრე გამავალი სავალუტო ნაკადები, რომლებიც ძირითადად იმპორტული საქონლის შესყიდვას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები