სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Nike-ი ორეგონში მდებარე სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთი კვირით ასვენებს, რათა ოფისში დაბრუნებისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას
BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თანამშრომლების უმრავლესობამ პანდემიის გამო რთული და სტრესული წელი გამოიარა.
„გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის“, - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელმა მეთ მარაზომ თანამშრომლებს გაუგზავნა.
გამოცემა წერს, რომ პანდემიის მიუხედავად, Nike-ს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს, კომპანიის აქციებზე ფასმა 20%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ Nike-ის მსგავსი გადაწყვეტილება სხვა მსხვილმა კომპანიებმაც მიიღეს, მაგალითად როგორებიცაა Bumble-ი და Linkedin-ი.