მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკოლა სარკოზი ციხიდან გამოუშვეს - რა პირობით ბრუნდება ექსპრეზიდენტი სახლში?

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ციხიდან გამოუშვეს. პარიზის სააპელაციო სასამართლომ განაჩინა, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი სასჯელის მოხდას სახლში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ გააგრძელებს.

ამასთან, სარკოზის ქვეყნის დატოვება და საქმესთან დაახლოებულ პირებთან კონტაქტიც აეკრძალა. განმარტებისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ანუ, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ქვეყნის ყოფილი პირველი პირი დარჩენილი წლების სახლში გატარებას. მეორე ინსტანცია სარკოზის საქმეზე 2026 წლის გაზაფხულზე იმსჯელებს. ექსპრეზიდენტი კი სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ სახლში სწორედ იქამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში 21 ოქტომბერს გადაიყვანეს. ის გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი უმაღლესი პოლიტიკური პირი, რომელსაც სასჯელის საპატიმროში მოხდა მოუწია.

შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზის შესახებ პარიზის კრიმინალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 2007 წელს, ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სარკოზის კამპანიის არალეგალურ დაფინანსებას. ზუსტად რა მიზეზით მოხვდა ციხეში სარკოზი, ამის შესახებ შეგიძლიათ უყუროთ ჩვენ მიერ მომზადებულ ჩართვას “სარკოზი, კადაფი და პრეზიდენტის გზა ციხემდე”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები