მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკოლოზ გაგუა: საკრედიტო რეიტინგი პოზიტიური სიგნალია დაინტერესებული ინვესტორებისთვის

5da1bcc3b0cdf
თელარა გელანტია
12.10.19 21:20
944
საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრისას.


მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის და აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას.


„ბოლო წლებში , რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და ამ პერიოდში ,მხოლოდ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც მაღალი რეიტინგის მიღწევა შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება და აქვს წინსვლა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აღნიშნულია რეიტინგში - იქნება ეს მედეგობა საერთაშორისო რისკების მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საინვესტიციო რეიტინგი, სადამდეც ჩვენ ორი ნაბიჯი გვაშორებს. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი და სწორედ ესაა ჩვენი მოლოდინი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები