მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიკორა“ ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს - ინვესტიცია ₾70 მლნ-ია

639046f327abd
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 12:06
3884
ხორცპროდუქტების მწარმოებელი და საცალო ქსელის მმართველი კომპანია „ნიკორა“ 2023 წლიდან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 70 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის შესახებ „ნიკორას“ განერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ცენტრის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება, თუმცა ადგილი ჯერ შერჩეული არ არის. კომპანიის ხელმძღვანელმა კომპანიისთვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იმ წლის დასაწყისიდან დავიწყებთ დიდი გამანაწილებელი ცენტრის მშენებლობას. ცენტრალური საწყობი, ეს იქნება საკმაოდ დიდი ობიექტი, რომელიც 3 ჰა-ზე განთავსდება. აქვე აშენდება 1 ჰა-ზე სამაცივრე მეურნეობა. ადგილის შერჩევის ეტაპზე ვართ. შევეცდებით დისტრიბუციამ ამ ადგილზე მოიტანოს ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში უნდა მოხვდეს და შემდეგ ღამით წყნარად საქონლის ჩვენს მაღაზიებში განაწილება მოხდება. დღეს სასაწყობე სივრცეები ორ-სამ ლოკაციაზე გვაქვს განთავსებული და ასეთი თანამედროვე დიდი სასაწყობე სივრცე არ გვაქვს“, - აღნიშნა „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ პროექტისთვის 70 მლნ ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის: სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები