"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
"პოლიტიკური საბჭო ყალიბდება 15 წევრის შემადგენლობით. პარტიის წესების თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ასევე, თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე", - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს, პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს.
ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გარდა, პოლიტსაბჭოს წევრები არიან:
- კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი
- შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- თეა წულუკიანი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
- ვახტანგ გომელაური - ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი
- ირაკლი ჩიქოვანი - ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი
- მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი
- ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე
- დიმიტრი სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი
- სულხან თამაზაშვილი - პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
- ნინო წილოსანი - პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
საბჭოს წევრების რაოდენობა 17-დან 15-მდე შემცირდა. მასში აღარ შედიან: ირაკლი ღარიბაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ანრი ოხანაშვილი და არჩილ თალაკვაძე.




























