მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე: „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა“

647e04cab9996
თელარა გელანტია
05.06.23 22:00
757
„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა“, - ასე უპასუხა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ნინო ზამბახიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ევროპა და ყველა მოქალაქემ ამ მიზნის მისაღწევად თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

“ძალიან მიჭირს სხვა ადამიანების მაგივრად საუბარი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დავუახლოვდე ევროკავშირს. ჩემი ყველა საქმიანობა ამას უკავშირდება, თან არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, 2021 წელს დავაფუძნეთ (ვერა ქობალიასთან და ვალერი ჩეხერიასთან ერთად) კავკასიის აპოლიტიკური აკადემია, რათა რეგიონში მცხოვრებ ბევრ ადამიანს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა, როგორ ვითარდება მსოფლიო...

ზოგადად, ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა და როგორ იზრდება იმ ქვეყნების დაფინანსების მოცულობა, ვინც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იღებს, ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ ევროპისკენ.

იმედს ვიტოვებ, რომ წელს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს“, - ამბობს ნინო ზამბახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები