“ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი“ კინოაკადემიას აფუძნებს. როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ, BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში განაცხადა, აკადემია USAID-თან ერთად და მათი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნება.
„აკადემიას ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ავაწყობთ. რაც მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, კინოაკადემიაში რამდენიმე სასწავლო პროგრამა იქნება, ტერიტორიულად კი ყოფილი "ზარაფხანას" ტერიტორიაზე განთავსდება.
„ზარაფხანას ფაბრიკა სხვა ტერიტორეაზე გადავიდა, რომელიც აღჭურვილი და გარემონტებულია, შესაბამისად იქ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოფილ შენობაში კი საინტერესო და თანამედროვე ინფრასტუქტურა კინოაკადემიის ფუნქციონირებისთვის მოეწყო“, - განაცხადა დავით კერესელიძემ „რედაქტ-2“ თან.
კინოაკადემიის ოფიციალური წარდგენის ღონისძიება 12 ოქტომბერს გაიმართება.