მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიუკასლ იუნაიტედი” მამარდაშვილის გაფორმებისთვის მთავარი ფავორიტია

მამარდაშვილი ნიუკასლში

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბი, “ნიუკასლ იუნაიტედი” მზადაა “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩრდილო ინგლისელები ქართველი გოლკიპერის ტრანსფერით ინტერესდებიან და მისი გადაბირებით პირადად კლუბის მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუა დაინტერესებული.

ინგლისური პრესის ცნობით “ნიუკასლის” უმთავრესი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარით გაძლიერება იქნება. 32 წლის ნიკ პოუპის ხშირი ტრავმიანობიდან გამომდინარე გუნდში მის შემცვლელზე ფიქრობენ, მთავარი კანდიდატები კი სწორედ გიორგი მამარდაშვილი და “არსენალის” გოლკიპერი აარონ რამსდეილი არიან. კლუბში თანახმანი არიან საჭიროებისამებრ გარკვეული ფეხბურთელებიც გაყიდონ, იმ შემთხვევაში თუ სათანადო თანხები არ გამოიძებნა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ესპანური ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 42 გოლი გაუშვა, კარის "მშრალად" შენახვა კი 13 შეხვედრაში მოახერხა. ვალენსია 48 ქულით მე-9 ადგილზეა და სეზონს 25 მაისს, ვიგოს “სელტასთან” საგარეო მატჩით დაასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები