ისრაელური წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი და ეკონომისტი, დანიელ კანემანი 90 წლის გარდაიცვალა. დანიელ კანემანის პროფესიული კარიერა, უმეტესწილად, ქცევითი ეკონომიკის კვლევას უკავშირდება და ამ მხრივ მისი კონტრიბუცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 2002 წელს, მეცნიერმა ეკონომიკაში ნობელის პრემია დაიმსახურა.
კვლევითი საქმიანობა დანიელ კანემანმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო, რადგან აინტერესებდა, თუ როგორ იღებენ ადამიანები ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც, არც მეტი, არც ნაკლები, ფსიქოლოგია მოიშველია და დაადგინა, რომ ადამიანები, უმეტესწილად, გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებენ და არა - რაციონალურად, რაც ამ დრომდე მიღებულ ცოდნას წარმოადგენდა. ამ მხრივ, გამოსარჩევია დანიელ კანემანის დიდი ხნის მეგობრისა და სამეცნიერო პარტნიორის ამოს ტვერსკის წვლილიც.
აღნიშნული თეორია დანიელ კანემანმა წიგნში “იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა” აღწერა, რამაც მის საქმიანობას პლანეტარული აღიარება მოუტანა, რადგან მსოფლიოში ამ წიგნის ორი მილიონ 600 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მით უფრო, რომ ეს წიგნი - ეკონომიკაზეა. დანიელ კანემანის ეს წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა და ყველგან ბესტსელერად იქცა, მათ შორის საქართველოში.