მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნოემბერ-დეკემბერში დაგროვებული მოთხოვნა იანვარში გადმოვიდა" - ლაშა ქავთარაძე ეკონომიკურ ზრდაზე

ლაშა ქავთარაძე

საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა წინა თვეებში შემცირებულ აქტივობას უკავშირება, რაც შემდეგ იანვარის თვეში რეალიზდა და ამან გაზარდა დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში რეალური მშპ-ის ზრდა 11.1%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში

"ვიცით, რომ ნოებერ-დეკემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ორნიშნადან ქვემოთ ჩამოვიდა და 6.7% იყო დეკემბერში. გარკვეულწილად დაგროვებული მოთხოვნა გადმოვიდა უკვე იანვარში და იქ რეალიზდა. ეს არის ერთადერთი შესაძლო ახსნა, თუმცა ამას უფრო მოგვიანებით დავინახავთ, როცა საქსტატი მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტებს გამოაქვეყნებს.

აქვე უნდა განვიხილოთ ის ფუნდამენტური მაკროფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. უნდა შევხედოთ საქონლის ექსპორტს, როგორია სავალუტო შემოდინებები სხვა არხებიდან, საქონლის ექსპორტი იანვარში 19%-ით არის გაზრდილი სამაოდ მაღალი ზრდაა. ფულადი გზავნილები შემცირებული იყო, თუმცა ნორმალიზაცია ხდება რუსეთიდან გზავნილების. რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, ვუყურებთ უცხოური ბარათებით გადახდების სტატისტიკას, მცირედით 1.4%-ით გაზრდილი იყო 250 მლნ დოლარამდე.

თუ დავაჯამებთ ამ ყველაფერს და გავითვალიწინებთ იმპორტის ნაწილსაც, ასევე ჩვენგან უცხოეთში გზავნილებს, მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, იმპორტში თუ გამოვრიცხავთ ასევე ერთჯერად ნახატების იმპორტს, ამის გათვალისწინებით გაუმჯობესება დაახლოებით 5%-იანია", - ამბობს ქავთარაძე BMGTV-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები