მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 308 მილიონი დოლარი შეისყიდა - 11 თვეში 2.2 მილიარდი დოლარი

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმით განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში შესყიდული რეზერვების მოცულობა 308 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად რეზერვების ზომა 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, სები აცხადებს რომ რეზერვების შესყიდვა გაგრძელდა დეკემბერშიც, რის შესახებაც დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდება, იანვარ-ნოემბერში კი ჯამური შესყიდვები 2.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე მეტი - 416 მილიონი დოლარი სებმა ივლისში შეისყიდა.

ამასთან, 2025 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  1. იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  2. მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  3. აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  4. მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  5. ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
  6. ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
  7. აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
  8. სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი
  9. ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 167.4 მილიონი აშშ დოლარი
  10. ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 308.2 მილიონი აშშ დოლარი

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სები ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის,"- აღნიშნულია სების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები