მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში ფეროშენადნობების ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა - "დარგში მაინც მძიმე ვითარება ნარჩუნდება"

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში საექსპორტო ბაზრებზე 31 მლნ 979 ათასი დოლარის ფეროსილიკომანგანუმი გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 5.3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ნოემბერში ექსპორტზე 31 156 ტონა პროდუქცია გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონის საშუალო საექსპორტო ფასი 1026 დოლარი იყო. 2024 წლის ნოემბერში ფეროშენადნობების საშუალო ფასი 1059 დოლარს შეადგენდა.

ფეროშენადნობების ექსპორტი

2025 წლის ნოემბერი - 31.979 მლნ დოლარი / 31 156 ტონა

2024 წლის ნოემბერი - 6 მლნ დოლარი / 5 693 ტონა

წყარო: საქსტატი

ნოემბერში საექსპორტო ბაზრებს შორის აშშ, თურქეთი, იტალია და რუმინეთი ლიდერობენ.

რაც შეეხება 11 თვის მაჩვენებლებს - ფეროების ექსპორტი 11 თვეში 35%-ით არის შემცირებული. სულ საექსპორტო ბაზრებზე 206.6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, სადაც 36.7 მლნ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა. მეორე ადგილზე თურქეთია. სამეულში შედის იტალია.

ფეროშენადნობების ექსპორტი ქვეყნების მიხედვით

2025 წლის 11 თვე:

  1. აშშ- 36.7 მლნ დოლარი / 34 028 ტონა
  2. თურქეთი - 34.5 მლნ დოლარი / 32 097 ტონა
  3. იტალია - 30.3 მლნ დოლარი / 27 996 ტონა
  4. ესპანეთი - 16.2 მლნ დოლარი / 16 020 ტონა
  5. საბერძნეთი 12.9 მლნ დოლარი / 11 620 ტონა
  6. ნიდერლანდები - 12.3 მლნ დოლარი / 10 819 ტონა
  7. კანადა -8.5 მლნ დოლარი / 6 500 ტონა
  8. რუმინეთი - 7.3 მლნ დოლარი / 7 128 ტონა
  9. აზერბაიჯანი - 6.5 მლნ დოლარი / 5 511 ტონა
  10. მაროკო - 6.2 მლნ დოლარი / 5 272 ტონა

წყარო: საქსტატი

ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნოემბერში ექსპორტის გააქტიურებისა, დარგში კვლავ მძიმე ვითარება ნარჩუნდება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMG-სთან განმარტავს, ტრადიციულად წლის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე მეტალზე მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტზეც აისახა. თუმცა დარგობრივ ასოციაციაში გლობალური გაურკვევლობის ფონზე მომდევნო თვეებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ნაკლებად აქვთ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები