მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 44%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა

ფულადი გზავნილები

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 292.7 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $228 მილიონით, ანუ 44%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების შემცირება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც ნოემბერში 75 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით 239 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა შემოვიდა:

ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
რუსეთის ფედერაცია 75.34 -76%
იტალია 42.8 20%
აშშ 40.75 42%
გერმანია 20.34 32%
საბერძნეთი 20.11 8%
ისრაელი 18.6 8%
ყაზახეთი 18.13 71%
თურქეთი 7.82 -10%
ესპანეთი 4.97 9%
საფრანგეთი 4.51 12%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები