მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში ფულადი გზავნილების ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია EU-დან მიღებულმა გზავნილებმა შეიტანა - სებ

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში ფულად გზავნილების ზრდაში მთავარი კონტრიბუცია ევროკავშირიდან გზავნილებმა შეიტანა.

ცნობისთვის, სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 12%-ით, 298.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ხოლო ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია (6.3 პპ) შეიტანა წლიური 14.2%-იანი ზრდით. 15.5%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები (კონტრიბუცია 2.9 პპ). რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი ნოემბერში 3.3 პპ-ს გაუტოლდა.

ამას გარდა, ნოემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.5%), აშშ (19.4%) და რუსეთი (12.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.9%), გერმანიის (9.2%) და საბერძნეთის (8.3%) მაღალი წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები