მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

სებ

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების ნოემბრის თვის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რაც ეკონომიკური აგენტების მხრიდან საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციურ მოლოდინებს შეეხება. კვლევის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები ერთწლიან პერიოდზე გაზრდილია.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6% ინტერვალში ვარაუდობენ გაზრდილია. ხოლო, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 0%-2%-ის ფარგლებში ან უცვლელად ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას 6%-8% ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას 0-2% და 4-6% ფარგლებში ელიან. ასევე, გაზრდილია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების უცვლელობას ფიქრობენ. თუმცა ამავდროულად გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან გაზრდილია. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში.

რაც შეეხება უშუალოდ ინფლაციის მაჩვენებლებს, 2025 წლის ნოემბერში ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა, რაც სებ-ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 1.8 პროცენტული პუნქტით აღემატება, თუმცა ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები