მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NOKIA ბრენდს ემშვიდობება - ამიერიდან, სმარტფონები HMD-ის ბრენდის ქვეშ გამოვა

HMD - NOKIA

თუ გასული საუკუნის 90-იან წლებში ან 21-ე საუკუნის დასაწყისში მობილური ტელეფონი გქონდათ, დიდი შანსია, ის იმდროინდელი ტექნოლოგიური გიგანტის, NOKIA-ს მიერ ყოფილიყო შექმნილი. დღეს, სმარტფონების ბაზარზე სულ სხვა მდგომარეობაა, რადგან ბაზრის უდიდეს ნაწილს ორი კომპანია - Apple-ი და Samsung-ი იკავებს, ხოლო ფინური NOKIA, რა ხანია, რაც წარუმატებლობასთან ასოცირდება.

მრავალწლიანმა არასახარბიელო პიარმა, როგორც ჩანს, უარყოფითად იმოქმედა კომპანიის განვითარებაზე, რის გამოც, NOKIA-ს ბრენდის მფლობელმა ფინურმა ჰოლდინგმა, HMD Global-მა გადაწყვიტა, რომ NOKIA-ს ბრენდზე ერთხელ და სამუდამოდ თქვას უარი. სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების წარმოებას ფინური კომპანია კვლავაც გააგრძელებს, მაგრამ HMD-ის ბრენდის ქვეშ, რაც, თავისთავად, “ადამიანურ მობილურ მოწყობილობებს” (ინგლ. Human Mobile Devices) ნიშნავს.

თავად ეს ბრენდი ახალი არ არის, მეტიც HMD Global-ი ის კომპანიაა, რომელმაც NOKIA შეიძინა, ჯერ კიდევ 2016 წელს. ამ დრომდე, NOKIA-ს Microsoft-ი ფლობდა, რომელმაც კომპანია 2014 წელს შეიძინა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გარიგება აღმოჩნდა ტექნოლოგიების ისტორიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები