ნორვეგიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია Aker BP-მ პარტნიორებთან ერთად განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვაში, იგდრასილის მიდამოებში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინა.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ საბადოში 96-დან 134 მილიონ ბარელამდე ნავთობი იქნება. თუ ეს მოლოდინი დადასტურდა, გამოვა, რომ მათ ნორვეგიაში ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდ საბადოს მიაგნეს.
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი საბადო სამ სხვადასხვა საექსპედიციო არეალს მოიცავს, შესაბამისად, Aker BP, პარტნიორ Equinor-თან და Orlen-თან ერთად, ნავთობით ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას სხვადასხვა პროპორციით მიიღებს. შედარებისთვის, თუ პირველ და მეორე არეალში Aker BP-ს მოგების 47.7% ეკუთვნის, მესამე ზონაში ეს მაჩვენებელი 38.16%-მდე მცირდება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჯონი ჰერსვიკმა აღმოჩენა ღირსშესანიშნავ მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ Aker BP პარტნიორებთან ერთად ნავთობის სხვა საბადოების ძიებას მომავალშიც გააგრძელებს.




























