მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novo Nordisk-ის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, მიზეზი - წონაში კლების წამალია

Novo Nordisk

დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის საბაზრო შეფასება $604 მილიარდამდე გაიზარდა, რითაც ის მსოფლიოში მე-12 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა და მსოფლიოს ყველაზე დიდ ავტომწარმოებელ კომპანიას, ამერიკულ Tesla-საც გადაუსწრო.

Novo Nordisk-ის ბოლოდროინდელი მკვეთრი აღმასვლა პირდაპირ უკავშირდება უახლესი კვლევის შედეგებს, რომლითაც დადგინდა, რომ ტაბლეტირებული წონაში კლების მედიკამენტი, რომელსაც დანიური კომპანია ახლა ავითარებს, იმაზე ეფექტიანია, ვიდრე ინიექციური მედიკამენტები, Wegovy-ი და Ozempic-ი.

თავად ამ მედიკამენტებმა, როგორც იცით, ბოლო წლებში, Novo Nordisk-ის აქციების ფასის მკვეთრი ზრდა განაპირობა. ეს გამოგონება Novo Nordisk-ისთვის იმდენად დადებით მოვლენად იქცა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის აქციის ფასი 82%-ითაა მომატებული.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, ჭარბი წონა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, ანუ ყოველი რვა ადამიანიდან ერთი - ჭარბწონიანია. თან, საგანგაშო ის არის, რომ 1990 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, ხოლო ბაშვებსა და მოზარდებში, ანუ 5-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში, ეს მაჩვენებელი, საერთოდაც - გაოთხმაგდა. ამ კვლევიდან ვიგებთ იმასაც, რომ ჭარბწონიანობა პლანეტაზე მცხოვრები სრულწლოვნების 43%-ს აწუხებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები