მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ მოიტყუებთ თავს, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, EU-სკენ სვლა შეუძლებელია - დიპლომატი

პაპუნა ჯანელიძე

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ/პაპუნა ჯანელიძე წერს, რომ შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.

ჯანელიძე ამით ბიძინა ივანიშვილის 29 მარტს კონტრაქციაზე გაჟღერებულ გზავნილებს ეხმაურება.

"როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:

- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას", - წერს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები