მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ სცადონ შემოვლითი გზებით სტიქიის ადგილას შეღწევა, ეს უსაფრთხო არ არის,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, რომელიც მოხალისეობის სურვილს გამოთქვამს.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სურვილი გამოთქვეს, რომ ჩაერთონ მოხალისედ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ მსგავს სიტუაციებში ტაქტიკურ, თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად კეთდება ყველაფერი სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით და აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი. არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას და თუ მაინც დადგა მოხალისეების კომპონენტი, ჩვენ გვაქვს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სპეციალური ბაზა მოხალისეების, რომელთა მობილიზებას მოვახდენთ ორგანიზებულად“, - განაცხადა მღებრიშვილმა.