მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia-ს $1-მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად კორეული Naver-ის აქციები 10%-ით გაიზარდა

Naver

სამხრეთკორეული ინტერნეტ და ღრუბლოვანი სერვისების გიგანტის, Naver-ის აქციების ფასი ქვეყნის საფონდო ბირჟაზე 10%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც ირკვევა, ბაზრის ეს რეაქცია ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს მიერ კომპანიაში $1 მილიარდის ინვესტირებას მოჰყვა. შეთანხმების ფარგლებში Nvidia Naver-ის 7.2 მილიონ ახალ აქციას შეისყიდის. ამ ნაბიჯით ამერიკული გიგანტი სამხრეთკორეული კომპანიის 4.5%-იანი წილის მფლობელი და ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდება.

როგორც ირკვევა, ეს შეთანხმება მხარეების მიერ ივნისში დაწყებულ გლობალურ პარტნიორობას უკავშირდება. ორი კომპანია მიზნად აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში სუვერენულ ხელოვნურ ინტელექტზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს. Nvidia-ს გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, დასახული გლობალური ხედვის რეალიზების შემთხვევაში Naver-ის მასშტაბი ათჯერ გაიზრდება.

ცნობისთვის, Nvidia აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სექტორში. ამერიკულ გიგანტს OpenAI-ში $30 მილიარდის, ხოლო Anthropic-ში $10 მილიარდის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები