მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NVIDIA-ს მოგება და შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა

NVIDIA

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს, Nvidia-ს ფენომენალური შედეგები აქვს - კომპანია ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდულ ზრდას აფიქსირებს და ანალიტიკოსების პროგნოზებს აჭარბებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, წინა კვარტალში ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ $39.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 78%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და უოლ-სტრიტის მოლოდინებს აჭარბებს.

Nvidia-ს შესანიშნავი შედეგები აქვს მოგების მიმართულებითაც, რადგან კომპანიამ წინა კვარტალში $22.1 მილიარდის გენერირება შეძლო, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

Data-ცენტრების ბიზნესის მიმართულებით კომპანიას წლიურად 93%-იანი ზრდა უფიქსირდება, რაც იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ Nvidia-ს AI-პროცესორების ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლია აქვს და ხელოვნური ინტელექტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას დღეს პლანეტაზე სწორედ ის ქმნის.

Nvidia-ს უმთავრეს კორპორაციულ კლიენტებს შორის ისევ Microsoft-ს, Amazon-ს, Meta-ს, Google-სა და Tesla-ს ვხედავთ, რომელთაც ათიათასობით AI-პროცესორი აქვთ ნაყიდი.

შთამბეჭდავ ფინანსურ შედეგებთან ერთად, ცოტა ხნის წინ, Nvidia-მ გრაფიკული ბარათების (GPUs) ახალი თაობა - GeForce RTX 50-სერია წარადგინა, რომელიც იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ მარაგები ზაფხულამდე წინასწარ არის გაყიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები