მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia სამხრეთ კორეას Blackwell-ის 260 ათას ჩიპს მიაწვდის

Nvidia

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Nvidia-მ დააანონსა, რომ სამხრეთ კორეას Blackwell-ის 260,000 ჩიპს მიაწვდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია განმარტებული, შემსყიდველთა შორის იქნებიან არამარტო კორეის მთავრობა, არამედ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის, Samsung Electronics-ი. ჯერჯერობით, არ საჯაროვდება ინფორმაცია გარიგების ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ცნობილია, რომ 50,000-ზე მეტ AI ჩიპს სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეისყიდის, Samsung-ი, SK Group-ი და Hyundai Motor Group-ი კი სათითაოდ 50,000-მდე ჩიპს შეიძენენ. არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ ჭკვიანი ქარხნების აგების, ავტომატიზაციის, საავტომობილო ინოვაციებისა და სუპერკომპიუტერების პროექტებისთვის გამოიყენებენ.

ლი ჯე-მიუნგის ხელისუფლების მიერ ამერიკულ ტექ-გიგანტთან მნიშვნელოვანი გარიგების დადება და თანამედროვე AI ჩიპების შესყიდვა სამხრეთ კორეას ჩინეთთან შედარებით უპირატეს პოზიციაში ჩააყენებს და მას ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. თავის მხრივ, მოგებული რჩება Nvidia-ც, რომელიც აზიურ ბაზარზე კიდევ ერთ სახელმწიფოსთან გაიღრმავებს ურთიერთობებს და ნაწილობრივ მაინც ამოივსებს იმ ფინანსურ დანაკლისს, რაც ჩინეთის ბაზარზე ჩიპების გაყიდვების აკრძალვით მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები