მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ODIHR საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ინფორმაციით შეშფოთებულია

აქცია
21.11.24 21:07
1576

ოდირი საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ინფორმაციით შეშფოთებულია - ამის შესახებ ორგანიზაციის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

„ODIHR საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია და ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრებების ჩატარებას და დიალოგი ძალადობის გარეშე აწარმოონ.

მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის უფლება ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - წერია ეუთო/ოდირის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ვარაზისხევის, ჭავჭავაძის გამზირისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე გაშლილი იყო კარვები და დემონსტრანტებმა იქ ღამე გაათენეს. 19 ნოემბრის დილას კი შსს-მ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა. 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი დემონსტრანტები ძალისმიერი გზით დაშალეს, რის შემდეგაც პროტესტმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა, საღამოს კი დემონსტრანტებმა კვლავ თსუ-ს პირველ კორპუსთან გადასვლა შეძლეს და მთელი ღამე იქ იმყოფებოდნენ. 20 ნოემბრის დილის 06:00 საათისთვის შსს-მ აქციის მონაწილეებს დაშლის მოთხოვნით კვლავ მიმართა და შემდეგ საპოლიციო ძალებმა აიძულეს, რომ კვლავ მელიქიშვილის ქუჩაზე ჩამოსულიყვნენ. მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცველების დიდი ნაწილი 07:00 საათისთვის გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები