მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოფიციალური მოსკოვი აშშ-ში თავის ელჩს კონსულტაციებისთვის უკან იწვევს

605255b32da97
თამთა ჯიჯავაძე
17.03.21 23:16
1344
ოფიციალური მოსკოვი აშშ-ში თავის ელჩს კონსულტაციებისთვის უკან იწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ელჩ ანატოლი ანტონოვის მოსკოვში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბული კავშირების ფონზე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთს სანქციები დაუწესა.

ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კითხვაზე - არის თუ არა პუტინი მკვლელი, ბაიდენმა უპასუხა, რომ დიახ, ის ასე ფიქრობს.

„პუტინი საფასურს გადაიხდის “, - დასძინა ბაიდენმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ელჩ ანტონოვის მოსკოვში გამოძახების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა რთულ ეტაპზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები