მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მიმდებარედ ხანძარია - ფოტოები

5ff78182b2096
BM.GE
08.01.21 01:38
1425
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძრები გრძელდება. Sputnik Abkhazia-ს მიერ გავრცელებული ფოტომასალის თანახმად, ცეცხლი გაგრის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივებს უკიდია. Sputnik-ის თანახმად, ხანძარი მოსახლეობის სახლებს უახლოვდება. გამოცემა წერს, რომ მეხანძრეები ხანძრის კერასთან მისასვლელად გზის გასუფთავებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში 5 იანვრის შემდგომ ტყის ხანძრის არაერთი კერა გაჩნდა. 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები