მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან" - რა გეგმა აქვს ცესკოს?

ცესკო

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, 7 ოქტომბრამდე, ისინი გამოსავლის ძიების პროცესში არიან, რომ ამ ადამიანებსაც მიეცეთ კუთვნილი ხმის მიცემის უფლება.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო სია რეგისტრირებული მისამართის საფუძველზე ფორმირდება. იმ შემთხვევაში, თუ პირი იძულებით გადაადგილებულია, დევნილთა სამინისტრო ცესკოს მათ კომპეტენციაზე მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის, რომელშიც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის ინფორმაცია მოცემული. კანონი საგამონაკლისოდ ფაქტობრივ, საცხოვრებელ მისამართს ადგენს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აქტიურ რეჟიმში ვართ, რომ გვქონდეს პოზიცია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ამ საკითხის სრულყოფა. ეს არ აფერხებს იმას, რომ ვისაც სურვილი აქვს საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს და არ გაუშვას ვადები. მოწოდებები, რომ ინსტიტუციამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, არის მოწოდება იმისა, რომ ჩვენ მივცეთ დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები