მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთი "როსგვარდიასთან" ხელშეკრულებას არ გააფორმებს

როსგვარდია

"რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ხელმოწერას არ ექვემდებარება", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ხელმძღვანელი, რობერტ კიუტი აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და უცხო ქვეყნის ძალოვნებს უფლება არ აქვთ, შიდა წესრიგი დაიცვან.

"აფხაზეთი არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ სტატუსს 30 წელია ვიცავთ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა", - აღნიშნა კიუტმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მედიაში ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და რუსეთის "როსგვარდიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი გავრცელდა, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ძალოვნებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარეულიყო.

დოკუმენტს სოხუმში საროპტესტო აქცია მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები