ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით სირიაში იმყოფება. ოლეგ ბარციცი იქ მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ირაკლი ტუჟბასთან ერთად იმყოფება.
დე ფაქტო უწყების გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე მას ოკუპირებული აფხაზეთის ელჩი სირიაში მუხამად ალი, პროტოკოლის დეპარტამენტის და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ოლეგ ბარციცი სირიის სირიის არაბთა რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შაიბანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.




























