გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შოლცს შეხვედრები აქვს დაგეგმილი, პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ასევე პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან.
მას აეროპორტში დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, რომელიც მას მიესალმა:"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მის ბრძოლას მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის".