ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქვეყნებს სტატიას, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი პარტიისა და საქართველოს პოლიტიკური კურსის რუსეთის ორბიტისკენ მოტრიალებას შეეხება.
"ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც როგორც წესი თავს არიდებს საჯაროობას და მთაზე მდებარე სასახლეში ცხოვრობს, პრო-სამთავრობო აქციაში მიიღო მონაწილეობა, ჩამოვიდა მთიდან რათა კონსპირაციული, ანტი-დასავლური სიტყვა წარმოეთქვა, რომლითაც საქართველო "გლობალური ომის პარტიის" მსხვერპლად შეხაცხა, ხოლო ამავე "გლობალური ომის პარტიის" აგენტებად კი სამოქალაქო და უფლებების დამცველი ორგანიზაციები,"- ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული სტილის კანონის მიღების სურვილი, ასევე ანტი LGBT პროპაგანდის ამკრძალავი ცვლილებების გატარება წარმოადგენს სიგნალს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარი გეზი რუსეთის ორბიტისკენ აიღოს.
Financial Times-ის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკვე მესამე წელია რუსეთის მიმართ განსაკუთრებით საგრძნობად დამთმობი ქმედებებით გამოირჩევა, ეს ყველაფერი კი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.