საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდება.
როგორც საგარეო უწყება წერს, აღნიშნული ფრენა მასკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის მიმართულებით 7 მარტს 23:00 საათზე განხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა ბილეთების დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
- ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
- ტელეფონი: +971 2 553 36 83
- ელ-ფოსტა: [email protected]
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
- ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
- ტელეფონი: +974 44 739 499
- ელ-ფოსტა: [email protected]
"სახელმწიფო აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების უზრუნველსაყოფად," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




























