დიდ ბრიტანეთში გერმანიის საელჩო "ტვიტერზე" წერს, რომ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი სრულად შეწყვეტილია.
“როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, მისი გერმანიაში ენერგორესურსების იმპორტი ასე გამოიყურებოდა:
გაზი: 55%
ნახშირი: 50%
ნავთობი: 30%
2023 წლისთვის ეს მონაცემები ასე გამოიყურება:
გაზი: 0%
ქვანახშირი: 0%
ნავთობი: 0%
გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება.
წლიურად, გერმანია დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, ამის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია. პარალელური გაზსადენი Nord Strem 2, რომლის მშენებლობაზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, თავად გერმანიამ გააჩერა. მოსკოვი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.