მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის ფონზე, ოქროსა და ამერიკულ ობლიგაციებზე მოთხოვნა იზრდება

ოქრო

ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებისა და ოქროს მიმართ მოთხოვნა იზრდება.

ამ ეტაპზე ოქროს ფასი 1%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 1,851 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროსა და ობლიგაციების მიმართ მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ.

საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს კი ინვესტორების ყველაზე დაბალრისკიან აქტივებად განიხილავენ, რადგან აშშ-ის მთავრობას ობლიგაციებზე დეფოლტის არასოდეს განუცდია.

სწორედ ამიტომ, კრიზისულ პერიოდში დაბალრისკიან აქტივებზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.