მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამო IT სპეციალისტებზე საქართველოში მოთხოვნა გაიზარდა - Sweeft Digital

6280b09225c9f
მარიამ ვარადაშვილი
15.05.22 16:15
1211
Sweeft Digital-ის თანადამფუძნებელი ვაკო თურნავა ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა.

რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრიდან ამ სფეროში დასაქმებულთა გადინებამ საქართველოში IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა მიწოდება კვლავ დაბალია.

“უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი IT სპეციალისტების თვალსაზრისით ბევრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წყარო იყო. დღეს უკრაინა თითქმის სრულად ჩაკეტილია. ხალხი, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა დღეს ომშია, ჯარისკაცები არიან. რუსეთიდან ხალხი გარბის და მიგრაციაა. უფრო დიდია მიგრაციის მაჩვენებელი ბელარუსიდან. CV-ს გვიგზავნიდნენ და ჩვენთან უნდოდათ მუშაობის დაწყება და როცა ვეკითხებოდით რატომ მოდიოდნენ, ამბობდნენ რომ დღედღეზე ჩვენც ომში ჩაგვრთავენ და უკრაინასთან ომი არ გვინდაო. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ბევრი კომპანია ბელარუსს, როგორც რისკის ქვეშ მყოფ ქვეყანას ასე უყურებს.

ამ ბაზრების ამოვარდნამ ძალიან დიდი რელოკაცია გამოიწვია. თავად კომპანიები ისეთ ქვეყნებს ეძებდნენ, სადაც შეუძლიათ თავიანთი ხალხის გადაყვანა. შესაბამისად, ჩვენთანაც დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის როლის ზრდას. უფრო მეტი მოთხოვნაა და ბევრად ნაკლები მოწოდება, რის გამოც ხელფასი და დეველოპერების სხვა სარგებელი ბევრად მომატებულია”, - განაცხადა Sweeft Digital-ის თანადამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ გადაცემა "ბარში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები