მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომმა ტვირთების ტრანზიტზე უზარმაზარი მოთხოვნა გააჩინა, მაგრამ ვერაფერი ვქენით“ – კოსკო შიპინგი

637a096b1bb27
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 16:57
1255
„კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის გივი ჩაჩანიძის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის კუთხით უზამრაზარი მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.

ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი ამის მიზეზად ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ გამართაობას ასახელებს.

„ზოგადად, ცუდი ის არის, რომ არასოდეს გეგმის მიხედვით არ მივდივართ. ტვირთების ზრდას ყოველთვის რაღაც ფაქტორი იწვევს ხოლმე და არა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. როდესაც მოულოდნელი რაღაც ხდება, მერე ძნელია უცებ გაზრდილ მოთხოვნას მოერგო. იგივე იყო 2019 წელსაც, როდესაც უზარმაზარი მოთხოვნა იყო ამერიკულ მანქანებზე, რომ სომხეთის გავლით ჩასულიყო რუსეთსა და ყაზახეთში. მაშინ უფრო მეტი ტვირთის მიღებაში ბიუროკრატიამ შეგვიშალა ხელი.

დღესაც იგივე ხდება. რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საქართველოზე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით უზამრაზარი მოთხოვნა გაჩნდა, ვერც კი ვიოცნებებდით ასეთ დიდ რიცხვებზე, თუმცა ისევ ვერაფერი ვერ ვქენით. დღეს ასეთი მოთხოვნა აღარ არის“, - ამბობს გივი ჩაჩანიძე.

მისი შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველომ გაზრდილ ტვირთბრუნვას უპასუხოს, სამი სტრატეგიული ობიექტის - პორტის, ტერმინალისა და რკინიგზის გამართულად ფუნქციონირებაა საჭირო.

„ცენტრალური აზია თავისი ბუნებრივი წიაღისეულითაა ცნობილი, რომელიც ძირითადად რუსეთიდან გადიოდა. რუსეთის რკინიგზა, რომელიც უზარმაზარია და რომელთან კონკურენციაც შეუძლებელია - დაიკეტა; სანკტ-პეტერბურგის პორტიც მთლიანად დაიკეტა, მაგრამ ამ ტვირთებმა საქართველოზე გამოსვლა ვერ მოახერხა. თავიდან ვცადეთ, წამოვიღეთ, მაგრამ გავიჭედეთ გადაზიდვაში. არ გვაქვს ამხელა ინფრასტრუქტურა - პორტი, ტერმინალი, რკინიგზა. პორტს უჭირს, ასე თუ ისე ერევა, მაგრამ პორტამდე ამ ტვირთის მიტანა პრობლემაა. როდესაც დიდი მოთხოვნაა, საბაჟოსაც კი უჭირს ხოლმე“, - თქვა "კოსკო შიპინგის" კომერციულმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები