მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMV x Borouge - პეტროქიმიკატების მწარმოებლები $30-მილიარდიან შერწყმას გეგმავენ

64a53f6437394
გიორგი თოლორდავა
06.07.23 00:30
448
პეტროქიმიკატების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - აბუ-დაბიში დაფუძნებული Borouge-ი და ავსტრიული OMV ერთმანეთთან შერწყმას გეგმავენ, გარიგების მოცულობა კი დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია.

Borouge-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული უმსხვილესი ქიმური კომპანიაა, რომელიც პლასტმასს, ქიმიურ ნივთიერებსა და პეტროქიმიქატებს აწარმოებს, კომპანია საფონდო ბირჟაზე 23 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გარიგების ფარგლებში, Borouge-ის პარტნიორი OMV-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანია Borealis-ი იქნება, რომელიც აგრეთვე პეტროქიმიკატების ბაზარზე წარმოდგენილი.

ექსპერტების შეფასებით, ამ გარიგების წყალობით, არაბული კომპანია ევროპის ბაზარზე გასვლას შეძლებს, თავად OMV კი ბუნებრივი რესურსებითა და აქტივებით მდიდარ პარტნიორს მიიღებს, რომელსაც მხარს აბუ დაბის მთავრობა უჭერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები