ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შეფასებით, ბაზარზე არსებული ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ივნისის ბოლომდე ნავთობის მოპოვება და მიწოდება არ შეიცვალოს.
გარდა ამისა, OPEC-ის ლიდერი, საუდის არაბეთი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას იქამდე არ გაუზრდის, სანამ ამის აუცილებლობას არ დაინახავს. ანალოგიურ პოზიციას იზიარებენ ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 2 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.