მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI და Softbank-ი SB Energy-ში $1 მილიარდს ჩადებენ

OpenAI და Softbank

წამყვანმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, OpenAI-მ და საფინანსო ინდუსტრიის გიგანტმა, SoftBank-მა დააანონსეს, რომ განახლებადი ენერგიის კომპანია SB Energy-ში $500-$500 მილიონ დოლარს ჩადებენ, რათა ახალი მონაცემთა ცენტრის აგება მოხერხდეს.

როგორც ინვესტორი კომპანიები აცხადებენ, SB Group-ი 1.2 გიგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს ტეხასის შტატში ააგებს და ის მთლიანად OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელის, ChatGPT-ს განვითარებას მოხმარდება. როგორც ირკვევა, AI დატა ცენტრის მშენებლობა წელსვე დასრულდება და ის 2026 წლის ბოლომდე ამუშავდება.

აღნიშნული ობიექტი $500-მილიარდიანი Stargate-ის პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად AI ინდუსტრიაში აშშ-ის დომინაციის განმტკიცებას ისახავს. შეგახსენებთ, ამავე ინიციატივაში ისეთი მსხვილი კომპანიები არიან ჩართული, როგორიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის კომპანია Oracle-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები