მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ 100-ზე მეტი ორგანიზაცია გააფრთხილა, რომ მათმა მოდელმა ჰაკერული აქტივობა განახორციელა

OpenAI

OpenAI-მ 100-ზე მეტი ორგანიზაცია საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტების მხრიდან დაფიქსირებული არაავტორიზებული ქმედებების, დაჰაკვის შესახებ ოფიციალურად გააფრთხილა.

როგორც ირკვევა, პოპულარული ჩეთბოტის შემქმნელმა კომპანიამ შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა.

არსებული ინფორმაციით, OpenAI-ს სპეციალისტები საფრთხის სრული მასშტაბის დასადგენად ამჟამად დაახლოებით 50 პეტაბაიტ მონაცემს იკვლევენ. კომპანიის განმარტებით, სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, შემოწმების პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. მათი შეფასებით, გარკვეულ შემთხვევებში სისტემებმა ინტერნეტთან წვდომა გაუთვალისწინებელი გზებით მოიპოვეს.

ცნობისთვის, დღემდე OpenAI-ს მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მძიმე ინციდენტად Hugging Face-ის პლატფორმაზე მომხდარი გაუთვალისწინებელი შეღწევა რჩება. მოდელების აქტივობის მასშტაბური გადამოწმება სემ ოლტმენის გუნდმა სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები