მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს - რას ედავებიან სტარტაპს?

OpenAI

ცნობილ სახეებთან კომუნიკაციის პლატფორმა Cameo-მ სემ ოლტმენის სტარტაპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც კალიფორნიის ფედერალური სასამართლოსთვის წარდგენილ საქმეშია განმარტებული, პრობლემას ქმნის OpenAI-ს ახალ აპლიკაცია Sora-ში წარმოდგენილი სექცია “Cameo”, რომელიც მომხმარებლებს არამარტო საკუთარი თავის, არამედ ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ვიდეოების გენერირების საშუალებას აძლევს.

პლატფორმის უფლებადამცველების თქმით, იგივე სახელის გამოყენება მომხმარებელს დააბნევს და თავად Cameo-ს ბრენდს დააზიანებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ საკითხის მოგვარება კულუარულად, პირდაპირ OpenAI-სთან კომუნიკაციითაც სცადეს, თუმცა შესაბამისი გამოხმაურება ვერ მიიღეს. შესაბამისად, საკითხი სასამართლოს გადაეცა, რომელმაც უნდა განიხილოს, რამდენად აზიანებს Cameo-ს ბრენდს OpenAI-ს აპლიკაცია. თუ მართლმსაჯულება Cameo-სკენ გადაიხრება, არ არის გამორიცხული, სემ ოლტმენის კომპანიას სოლიდური კომპენსაციის გადახდა და სახელ “Cameo”-ს აპლიკაციიდან ამოღება დაევალოს.

საპასუხო პოზიცია უკვე გააჟღერა OpenAI-მაც, რომლის ადვოკატების განმარტებითაც, “Cameo”-ს მსგავს ყოველდღიურ სიტყვებზე ექსკლუზიური საავტორო უფლება არცერთ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს. განმარტებისთვის, სიტყვა “Cameo” ქართულად ნიშნავს ცნობილი ადამიანის ეპიზოდურ გამოჩენას რომელიმე ფილმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები